სააკაშვილს ჰოლანდიაში პირადობის მოწმობა მისცეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 20:16
სააკაშვილს ჰოლანდიაში პირადობის მოწმობა მისცეს

საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

"ჰოლანდიაში ჩამოსვლისთანავე მე გადმომცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მანიჭებს. ყველა საჭირო პროცედურას რამდენიმე წუთი დასჭირდა", - აცხადებს სააკაშვილი.

ამასთან ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ "როგორც არასდროს, ახლა მოწადინებულია უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნოს"

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ნიდერლანდებში ჩავიდა.

 

12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში დაიჭირეს და პოლონეთში გააძევეს.

ტეგები