ავარია თბილისში - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 20:38
ავარია თბილისში - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ავრცელებს.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ტეგები