აშშ რუსეთს უახლოეს მომავალში ახალ სანქციებს დაუწესებს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 22:01
აშშ რუსეთს უახლოეს მომავალში ახალ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სანქციებზე" , - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა სენატში ბიუჯეტის განხილვის დროს.

აშშ-ში იანვარში გამოქვეყნდა „კრემლის ანგრიში“, რომელშიც114 რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წევრები, ასევე 96 რუსი ბიზნესმენია შესული.

ტეგები