ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალშია
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 22:11 · 99 ნახვა
ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალშია

გერმანული "Voice"-ის გამარჯვებული, ნათია თოდუა "ევროვიზია 2018"-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის 6 ფინალისტს შორისა. 

1tv-ის ინფორმაციით, ნათია თოდუა შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალურ ეტაპზე, სიმღერას My Own Way შეასრულებს. ფინალი ბერლინში 22 თებერვალს გაიმართება.

2017 წლის 18 დეკემბერს გერმანული Voice-ის ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად, რომელიც მისი მწვრთნელია. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს. 

ევროპის მუსიკალური კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 12 მაისს ჩატარდება.

ტეგები