ხანძარი თბილისში - დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 22:25 · 330 ნახვა
ხანძარი თბილისში - დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა

თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 5 ბავშვია. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში მაშველებმა 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

დაზარალებულები მოინახულა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე ხუჯაძე. დეპუტატის გადაწყვეტილებით, ერთი ოჯახი, რომლის სახოვრებელი სახლიც დაიწვა, სასტუმროში განთავსდება. 

ტეგები