გასამართლების საფრთხე მაშინაც არ მადარდებდა, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 22:40 · 61 ნახვა
გასამართლების საფრთხე მაშინაც არ მადარდებდა, როცა სააკაშვილი იყო  პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  გასამართლების სირთულეები, მაშინაც არ ადარდებდა, როცა გარეთ იყო მერაბიშვილი და პრეზიდენტი იყო სააკაშვილი.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა. 

„მაშინაც არ მადარდებდა და ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ეთერშიც ვიჯექი, გარეთაც გამოვდიოდი და ღიად ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. ზოგიერთი მათგანი ადეიშვილის კაბინეტიდან, ალბათ, სურათს მიღებდა მე მიტინგზე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ნებისმიერ ამ საკითხში მე ვლაპარაკობ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ შენ თუ ნებას მისცემ, ვინმე გაასამართლონ სხვა მუხლით და გჯერა, რომ ის დამნაშავეა და რა მნიშვნელობა აქვს რომელი მუხლით ჩასვამ, ეს უნდა იცოდეს, რომ მისთვისაა საშიში. ამას ჰქვია სამართლებრივი ცნობიერება და ადამიანს, რომელსაც ტელევიზორში გამოსვლაზე აქვს ამბიცია, მინიმუმ წაკითხული უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლია თავის ოჯახის წევრებთან იქადაგოს, ესეც იქნება არაეფექტური“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ტეგები