ცხინვალში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 22:53
ცხინვალში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის მცდელობის დროს რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, დაკავეულია ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთის მკვიდრი, 29 წლის კვიჟინაძე ჯონი და 32 წლის ელვირა ფისტინა ქალაქ ბერეზნიკიდან.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ფისტინა სისხლის სამართლის საქმეშია ეჭვმიტანილი. ის კვიჟინაძის დახმარებით გაქცევას და საქართველოში მიმალვას ცდილობდა.

ტეგები