პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 23:12 · 881 ნახვა
პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ნიკოლოზ რაჭველისა და ვალერიან შიუკაშვილის ერთობლივი კონცერტის დროს, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ექიმების განცხადებით, ვალერიან შიუკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი შეუძლოდ გახდომა ემოციურ გადაღლას უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, კონცერტი ჩაიშალა.

ტეგები