15 თებერვალს საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 23:15 · 22 ნახვა
15 თებერვალს საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

ვენეციის კომისიის წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ჯოზეფ მარია კასტელა ადრეუ და ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების განყოფილების ადმინისტრატორი, ზია კაგა ტანიარი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავენ. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრება. შეხვედრა 11 საათზე, თავმჯდომარის სათათაბრირო ოთახში გაიმართება.

დელეგაციის წევრები არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებსაც შეხვდებიან, რომელიც 14:00 საათზე პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში გაიმართება.

დელეგაცია საქართველოს ხვალვე დატოვებს.

ტეგები