არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან - გიორგი მარგველაშვილი
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 23:29 · 290 ნახვა
 არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს არ მიაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

მისი განმარტებით, შეწყალების საკითხში ის ადამიანების პოლიტიკურ კუთვნიკებას ყურადღბას არ ააქცევს.

„2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში - ემსახურება ქართველ ხალხს. ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს. ამაზეც ხომ ერთი ამბავი იყო ატეხილი. კაკო ბობოხიძის ძმა რომ არ დავტოვე ციხეში, საქმეზე, რომელიც ადეიშვილმა შეუკერა. რა სინდისით უნდა დამეტოვებინა პოლიტიკოსის ძმა ციხეში, იმიტომ, რომ მისი ძმა „ნაციონალია“? ეს ხომ იქნებოდა ამაზრზენი, ხომ იქნებოდა იმ ბიოგრაფიის შეურაცხყოფა, როდესაც მე ვამბობდი, რომ „ნაციონალები“ არასწორად იქცევიან პოლიტიკურად რომ დევნიან?! ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, იმ ადამიანების, რომლებიც კომუნისტების დროს არ იყვნენ კარგ მდგომარეობაში. 

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ კი და რატომ - არა. მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით. საერთოდ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ ციხეში ზის, რომელ პარტიაში ირიცხება?!“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ტეგები