სარფის საბაჟოზე საქართველოს სამი მოქალაქე ავტობუსის სამალავში იპოვეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 23:37
სარფის საბაჟოზე საქართველოს სამი მოქალაქე ავტობუსის სამალავში იპოვეს

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ერთი კაცი და ორი ქალი თურქეთიდან საქართველოში მომავალი ავტობუსის სამალავში იპოვეს.

მესაზღვრეების ცნობით, აღნიშნულ პირებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. როგორც გამოძიება ამტკიცებს, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე ამავე ავტობუსით არალეგალურად შეიყვანეს და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ, რა დროსაც სარფის საბაჟოზე ისინი მესაზღვრეებმა იპოვეს.

ხოფის პროკურატურის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონდამრღვევი მოქალაქეები სამშობლოში გააძევეს.

ტეგები