საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასი 20% გაეზრდებათ
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2018 13:54
საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასი 20% გაეზრდებათ

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძის განცხადებით, ბათუმის საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასი 20% გაეზრდებათ. 

მისი თქმით, თანხები მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება.

საბავშვო ბაღის აღმზრდელების შრომითი ანაზღაურება ამ ეტაპზე 336 ლარს შეადგენს.

საკითხი აქტუალური დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გახდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ საკრებულოს წევრთა ხელფასები იზრდება, პედაგოგთა ხელფასები კი წლებია უცვლელია.

ტეგები