თარხნიშვილის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2018 14:37
თარხნიშვილის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, თარხნიშვილის ქუჩაზე, ახალი ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოების პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად დაათვალიერა.

„თარხნიშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური და დატვირთული ქუჩაა ავტომობილების გადაადგილების კუთხით. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქუჩა მოწესრიგებული იყოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მძღოლებისთვის“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2 300 კვ.მ ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ასევე, მოწესრიგდება ბორდიურები და ტროტუარები.

სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 700 ლარია გამოყოფილი. 

ტეგები