"დღეს ძაღლის წელი დგება - მოაშორეთ მამლის სიმბოლიკები" - რჩევები მიხეილ ცაგარელისგან
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2018 19:03
"დღეს ძაღლის წელი დგება - მოაშორეთ მამლის სიმბოლიკები" - რჩევები მიხეილ ცაგარელისგან

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, დღეს თბილისის დროით 1:00 წუთზე ყვითელი ძაღლის წელი დგება. მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას ურჩევს, რომ ამ დროს მამლის სიმბოლიკები შეინახონ და ძაღლს დადებითი ემოციებით შეხვდნენ:

"ამაღამ შემობრძანდება ძაღლი და უნდა დავემშვიდობოთ მამლის სიმბოლიკას. ამ წუთებიიდან იქნება სამართლიანობის, ერთგულებისა და პრაგმატული აზროვნების პერიოდი. შეგიძლიათ სურვილის ჩაფიქრებაც, მნიშვნელოვანია დადებითი ენრეგია და პოზიტიური მუხტი. რაც შეეხება დღევანდელ და ხვალინდელ დღეს, ეს პერიოდი ენერგეტიკულად საკმაოდ მძიმეა. მოიმატებს კონფლიქტები, გაუგებრობები და ავტოსაგზაო შემთხვევები. აუცილებელია ამ პერიოდში ადამიანებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩაერთონ კონფლიქტებში და დააბალანსონ ემოცია", - განაცხადა ასტროლოგმა.

ტეგები