საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართავს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 11:34
საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართავს

თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით, ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, გერმანიათან მოლაპარაკებებს მართავს. ინფორმაცის სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ამ მიზნით მომავალ კვირას გერმანიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი იგეგმება.

ხულორდავას თქმით, კანონპროექტი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, მიმართულია იმ მოქალაქეების გადასარწმუნებლად, რომლებიც ჯერ არ წასულან ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის მიზნით, თუმცა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. 

საქართველოს მთავრობა გეგმავს ზომების გამკაცრებას, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

ტეგები