ხელისუფლების ახალი ინიციატივა მართლაც უპრეცედენდო და უდიდესი მაშტაბისაა - ვანო ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 14:03
ხელისუფლების ახალი ინიციატივა მართლაც უპრეცედენდო და უდიდესი მაშტაბისაა - ვანო ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის თქმით, ხელისუფლების ახალი საგადასახადო ინიციატივა უპრეცედენდო და უდიდესი მაშტაბისაა.

"მგონია, რომ პირველივე დღეს სათანადოდ არც კი გაშუქდა ის ფაქტი, რომ მცირე და პრინციპში, არა მხოლოდ მცირე, საშუალო ბიზნეციც კი, პრაქტიკულად გათავისუფლდა გადასახადისგან. შესაბამისად ამიტომ არის ამ საგადასახადო რეფორმის მაშტაბი უპრეცედენტო. ნახევარ მილიონამდე ბრუნვის ერთი პროცენტით დაბეგვრის სხვა შემთხვევები ნამდვილად არ მახსენდება. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს მეტი ფულის ბრუნვას ხალხში, მეტ სამუშაო ადგილს, ბიზნესის კეთების მეტ სტიმულს, დამწყები ბიზნესმენების მეტად რეალიზების საშუალებას და განვითარების გაცილებით მეტ ტემპებს", - განაცხადა დეპუტატმა.

ტეგები