მამუკა ბახტაძის შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის, არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ. - მეზურნიშვილი
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 14:06
მამუკა ბახტაძის შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის, არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ. - მეზურნიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, მხარდაჭერა ყველაზე მეტად არა დიდი გემების, არამედ პატარა გემების ეკონომიკას სჭირდებოდა და ფინანსთა მინისტრმა ეს გააკეთა.

"ყველანი დავინახავთ, რომ ეს ინიციატივა არამხოლოდ ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, არამედ მონაწილეობის და ჩართულობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ხალხთან იყოს რაც შეიძლება კარგად და გასაგებად მიტანილი. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მზად ვარ ჩემს ოლქში, კასპის რაიონში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თითოეულ ოჯახს ავუხსნა, რომ ეს ინიციატივა მათ ახალი საქმის დაწყების, ახალი შემოსავლის მიღების რეალურ შანსს აძლევს", - განაცხადა მეზურნიშვილმა.

ტეგები