ირაკლი კობახიძემ ნინო ჯანგირაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 14:15
ირაკლი კობახიძემ ნინო ჯანგირაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა

კამათის ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანაციების შეხვედრა. ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი სიცრუეში დაადანაშაულა, მაშინ როცა ნინო ჯანგირაშვილი მედიაბაზრის შემოსვლების სტატისტიკას წარადგენდა.

ჯანგირაშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლიდან სარეკლამო ბაზრაზე კლებაა.

"თქვენ იტყუებით, ნუ გვატყუებთ, 2012-2013 წლებში ბაზარზე იყო 25 მილიონი ლარის კლებაა. იმსჯელეთ ლოგიკურად და მოიყვანეთ სწორი ფაქტები. ყველამ ვიცით მათემათიკა, რა მათემატიკა ისწავლეთ. თქვენ გადასული ხართ ლოგიკური რელსებიდან", - მიმართა ნინო ჯანგირაშვილს ირაკლი კობახიძემ.

"თქვენ ხართ მხარე ამ კანონის ლობისტი, თქვენ ხართ დესტრუქციული და ვტოვებ ამ შეხვედრას", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ტეგები