"მთავრობის ინიციატივას პოზიტიურად ვაფასებ" - გოჩა ენუქიძე
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 15:38
"მთავრობის ინიციატივას პოზიტიურად ვაფასებ" - გოჩა ენუქიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოჩა ენუქიძის თქმით, ფინანსთა მინისტრის ინიციატივამ მცირე ბიზნესს გაუხსნა გასასვლელი ისეთ რესურსზე, რომელმაც შეიძლება საქართველოს და თითოეული ოჯახის ეკონომიკას ახალი შემოსავალი მოუტანოს.

"ეს რეფორმა აფართოებს მონაწილეობის შესაძლებლობას ეკონომიკაში, ზრდის ინკლუზიის ხარისხს და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასაც ხალხზე უფრო მეტად ანაწილებს. ბევრი ადამიანი ყოველდღე ელოდა ამ სიახლეს ჩვენს ქვეყანაში. მთავრობის ამ ინიციატივას პოზიტიურად ვაფასებ", - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.

ტეგები