რომში გზა ჩაინგრა და რამდენიმე მანქანა ჩაიყოლა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 16:05
რომში გზა ჩაინგრა და რამდენიმე მანქანა ჩაიყოლა

რომში გზა ჩაინგრა და რამდენიმე მანქანა ჩაიყოლა.

შემთხვევა იტალიის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. მომხდარის გამო, რამდენიმე ახლომდებარე შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ ადგილის მახლობლად, სადაც გზა ჩავარდა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

პოლიციამ სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენელი დაკითხვაზე წაიყვანა.

ტეგები