ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 17:09
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4641 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4592 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0049-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0782 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0691 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0091-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4675 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4584 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0091 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6572 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურს 0.6513 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0059-ით გაუფასურდა.

ტეგები