უკრაინაში საქართველოს საელჩოში ახალი სატრანსპორტო კორიდორის პრეზენტაცია გაიმართა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 20:37
უკრაინაში საქართველოს საელჩოში ახალი სატრანსპორტო კორიდორის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საელჩოს მიღებების დარბაზში  აბრეშუმის გზის პროექტის „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ფარგლებში ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კორიდორების განვითარების განხილვა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა ხერსონისა და სკადოვსკის პორტების მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პორტების ჩართვას ახალ სატრანსპორტო დერეფანში ლიტვა (კლაიპედას პორტი) - ბელარუსი - უკრაინა (ხერსონის პორტი) - თურქეთი (ტრაპიზონიs პორტი) - საქართველო - აზერბაიჯანი, აგრეთვე ახალი საბორნე მარშრუტის დანიშვნას ბათუმისა და ხერსონის პორტებს შორის.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლეიბიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ დოვგანმა, ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი გორდეევმა და ქ. ხერსონის მერმა ვლადიმირ მიკოლაენკომ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა,  ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილემ, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ხერსონისა და სკადოვსკის მერებმა,  და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში მოხდა ქ. ბათუმსა და ქ. ხერსონს შორის პარტნიორობის შესახებ  შეთანხმების ხელმოწერა.