“კუკუშკას“ ლიანდაგებიდან გადასვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2018 15:32
“კუკუშკას“ ლიანდაგებიდან გადასვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო გზაზე კუკუშკას ლიანდაგებიდან გადასვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ.

ამ დროისთვის რკინიგზაზე მოძრაობა აღდგენილია. მომხდარის გამო, არავინ დაშავებულა. 

ტეგები