გომბორის უღელტეხილთან ბენზინმზიდი აფეთქდა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2018 15:55
გომბორის უღელტეხილთან ბენზინმზიდი აფეთქდა

გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.

ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს .

ტეგები