იუსტიციის სახლის ხიდი მძიმე მდგომარეობაშია - გოგა ჩანადირი ფოტოს აქვეყნებს
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2018 18:50
იუსტიციის სახლის ხიდი მძიმე მდგომარეობაშია - გოგა ჩანადირი ფოტოს აქვეყნებს

ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გამოაქვეყნა ფოტოები სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს თბილისში იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დაზიანებული მხარე. გოგა ჩანადირის თქმით იუსტიციის სახლის ხიდი მძიმე მდგომარეობაშია. დაზიანებული და ჭუჭყიანია.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ლანა ქარდავამ კომენტარი „პრაიმტაიმთან“ გააკეთა.

 მისი თქმით, შპს "თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია 2017 წლის განმავლობაში ორჯერ განახორციელა. კერძოდ, საფეხმავლო ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის თვეში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გამოიცვალა დაზიანებული და მორყეული ფილები (პრესგრანიტის ფრაგმენტული შეცვლა), დამაგრდა საფეხურებსა და იატაკზე თვითწებვადი გასრიალების საწინააღმდეგო ზოლები, შეკეთდა მოაჯირის სამაგრები და განახლდა ალუმინის კონსტრუქციის დაზიანებული ნაწილი.
 

ტეგები