საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია 64:0 დაამარცხა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2018 20:30
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია 64:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს ესტუმრა და 64:0 დამარცხა. ბორჯღალოსნებმა 10-ჯერ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი.

მატჩის პირველ ნახევარში ლელოები გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩვამ დაამიწეს. მეორე ტაიმში კი თავი ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, ოთია გიორგაძემ, ზურა ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ თითო-თითოჯერ, გიორგი კვესელაძემ კი ორჯერ გამოიჩინეს. საქართველო-გერმანიის ნაკრებებს შორის სარაგბო დაპირისპირება უკვე მეშვიდედ შედგა, შვიდივე შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს.

ტეგები