თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2018 21:46
თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საპროტესტო ღონისძიება სოციალური ქსელით დაიგეგმა და აქცია ნიუ იორკში მიმდინარე აქციის პარალელურად ტარდება.

უკრაინის საელჩოსთან შეკრებილები უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის კობა ხაბაზის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს საქართველოს ექსპრეზიდენტზე პოლიტიკური დევნა. ხაბაზის თქმით, ამ აქციით ისინი მხარდაჭერას უცხადებენ აშშ-ში მსგავსი ლოზუნგით შეკრებილებს.

ტეგები