სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიასადა გერმანიაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 12:15
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიასადა გერმანიაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ

19-23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

შეხვედრები დაგეგმილია ავსტრიისა და გერმანიის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პარლამენტის სხვა წევრებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცებთან.

საქართველოს პარლამენტის დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და ზოგადად, პარლამენტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ გამართულ ღონისძიებაში.​

ტეგები