Amazon-მა საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს გაუსწრო
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 15:44
Amazon-მა საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს გაუსწრო

ამერიკულმა კომპანია Amazon-მა საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს გაუსწრო. კომპანიის ღირებულება 702.5 მილიარდი დოლარი გახდა. ინფორმაციას sazogadoeba.ge ავრცელებს.

საჯარო კომპანიებს შორის ამაზონს მხოლოდ Apple-ი და Alphabet-ი უსწრებს.

ამაზონის 73%-იანი ზრდის გამო ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

ამაზონი ამჯერად აშშ-ის უდიდესი კომპანიების სამეულში შედის.

"ბლუმბერგის" მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსთა აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ამაზონი ზრდას ამ ტემპით გააგრძელებს, ის კომპანია Alphabet-საც გაუსწრებს.

ტეგები