პოროშენკომ ქვეყნიდან ძალით გამაგდო, მაგრამ უკრაინელ ხალხს უკვე ვერაფრით შეაჩერებ - სააკაშვილი
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 17:28
პოროშენკომ ქვეყნიდან ძალით გამაგდო, მაგრამ უკრაინელ ხალხს უკვე ვერაფრით შეაჩერებ - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, კიევში, მის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა. 

"პოროშენკომ მე ქვეყნიდან ძალით გამაგდო, რითაც ფიქრობდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა. ხალხი ქუჩაში სააკაშვილის გამო კი არ გამოდის, არამედ უკრაინისთვის. უკრაინელ ხალხს უკვე ვერაფრით შეაჩერებ" - მიმართა სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს.

უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მოიმიტინგეები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვენ. 

მარშზე უსაფრთხოებას 3 ათასამდე პოლიციელი იცავს.

ეს არის მეორე საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მისი მომხრეები მართავენ.

12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ის პოლონეთში გააძევა. ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება.

ტეგები