პოროშენკო დაწვეს - სააკაშვილის მომხრეების პერფორმანსი (ფოტო)
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 18:16
პოროშენკო დაწვეს - სააკაშვილის მომხრეების პერფორმანსი (ფოტო)

კიევში, საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, აქციაზე უკრაინის პრეზიდენტის საფრთხობელა დაწვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მანამდე სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

"პოროშენკომ მე ქვეყნიდან ძალით გამაგდო, რითაც ფიქრობდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა. ხალხი ქუჩაში სააკაშვილის გამო კი არ გამოდის, არამედ უკრაინისთვის. უკრაინელ ხალხს უკვე ვერაფრით შეაჩერებ" - მიმართა სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს.

უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მოიმიტინგეები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვენ. 

მარშზე უსაფრთხოებას 3 ათასამდე პოლიციელი იცავს.

ეს არის მეორე საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მისი მომხრეები მართავენ.

12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ის პოლონეთში გააძევა. ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება.

ტეგები