საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას შეაჯამებს
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 19:17
საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას შეაჯამებს

2018 წლის 19 თებერვალს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ცენტრის გასული წლის  საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.  

ღონისძიების მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.   საკუთარ გამოსლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში  საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ეფექტიური  კომუნიკაციის როლსა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე. ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიშს კი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე წარადგენს. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  პუბლიკაციის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პარტნიორობით 400-მდე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება გაიმართა და მათში მონაწილეობა 28 000-მდე ადამიანმა მიიღო.​

ტეგები