"სააკაშვილის მოჩვენება კიევის ქუჩებში დაძრწის"
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 19:50
"სააკაშვილის მოჩვენება კიევის ქუჩებში დაძრწის"

რუსი სენატორის ალექსეი პუშკოვის განცხადებით, სანამ საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ადანაშაულებს, მისი მოჩვენება კიევის ქუჩებში იხეტიალებს.

"სანამ სააკაშვილი ევროპიდან პოროშენკოს და მის "ბანდას" ადანაშაულებს, მისი მოჩვენება დაძრწის კიევში - წერს პუშკოვი ტვიტერზე.

დღეს უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოიმიტინგეები უკრაინის პრეზიდენტის, იმპიჩმენტს ითხოვენ. მათ პეტრო პოროშენკოს საფრთხობელაც დაწვეს.

სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

"პოროშენკომ მე ქვეყნიდან ძალით გამაგდო, რითაც ფიქრობდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა. ხალხი ქუჩაში სააკაშვილის გამო კი არ გამოდის, არამედ უკრაინისთვის. უკრაინელ ხალხს უკვე ვერაფრით შეაჩერებ" - მიმართა სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს.

აქციაზე უსაფრთხოებას 3 ათასამდე პოლიციელი იცავდა.

ეს არის მეორე საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მისი მომხრეები მართავენ.

12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ის პოლონეთში გააძევა. ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება.

ტეგები