"სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა"
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 21:55
"სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა"

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანძე კიევში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა იმით რომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ კიევში ათას კაცზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს და რომ ის უკვე პოლიტიკური გვამია. დაბადების დღე მიულოცა ივანიშვილს ასევე სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამაც, იმით რომ მთელს ქვეყანას დაანახა სააკაშვილის და მისი ნამდვილი სახე. დღეს нтв-სთვის მიცემულ ინტერვიუში ალასანიამ ფაწტიურად აღიარა რომ ის და მიშა არიან აგენტები. ჯერ იყვნენ სსრკ-ს სამსახურში ახლა კი ემსახურებიან ამერიკაში არსებულ ტრანსნაციონალურ და გლობალისტურ გაერთიანებებს, რომელთა მიზანი ფერადი რევოლუციების და გადატრიალებების მოწყობა", - წერს მჟავანაძე.

დღეს საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იუბილარია. ის 62 წლის გახდა.

ტეგები