დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 22:04
დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

დოდო გუგეშაშვილმა თავდასხმის დეტალები გაიხსენა. ამის შესახებ მან "იმედის კვირასთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

დაკითხვის შემდეგ გუგეშაშვილმა მკვლელის ვინაობა ვერ დაასახელა. მან ბოროტმოქმედის მხოლოდ სავარაუდო სახელი იცის.

როგორც გუგეშაშვილი იხსენებს, კაცი მას ზურას სახელით დაახლოებით 11 თვის წინ გაეცნო და ქარვის ბიზნესში დახმარება სთხოვა.

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

ტეგები