საქართველოში ექსპორტი იანვარში 26%-ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 11:24
საქართველოში ექსპორტი იანვარში 26%-ით გაიზარდა

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ 2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 816.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.2 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 222.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, 26.0 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 593.9 მილიონ. აშშ დოლარს, რაც 18.2 პროცენტით მეტია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.2 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 167.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ტეგები