ე.წ. კანონიერ ქურდ "ასლან ბათუმსკის" რუსეთი საქართველოს გადმოსცემს
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 12:14
ე.წ. კანონიერ ქურდ "ასლან ბათუმსკის" რუსეთი საქართველოს გადმოსცემს

16 თებერვალს, ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე, იგივე „ასლან ბათუმსკი“ კემეროვის კოლონიიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Прайм Крайм-ი ავრცელებს. იმავე დღეს ქობულაძეს გააცნეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ მისი რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენა არასასურველია. დეპორტაციამდე, რომელიც უახლოეს მომავალში მოხდება, ასლან ბათუმსკი არალეგალური მიგრანტების ცენტრში მოათავსეს.

როგორც Прайм Крайм-ი წერს, ქობულაძის დეპორტაციის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიმართულება საქართველოა, სადაც მასზე ძებნაა გამოცხადებილი „ქურდულ სამყაროს“ წევრობის ბრალდებით. თუ ქართული მხარე ყველა საჭირო დოკუმენტს წარადგენს, ასლან ბათუმსკის საქართველოში დეპორტაცია და ახალი პატიმრობა ელოდება.

ტეგები