მოქალაქემ ხელყუმბარა ეკლესიაში წერილთან ერთად დატოვა და შენდობა ითხოვა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 13:38
მოქალაქემ ხელყუმბარა ეკლესიაში წერილთან ერთად დატოვა და შენდობა ითხოვა

ტაძარში სადაც დღეს ხელყუმბარა იპოვეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია მივიდა.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, როგორც მეუფე ანდრიამ განაცხადა, ხელყუმბარა მოქალაქემ წერილთან ერთად დატოვა. მეუფეს ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქეს ხელყუმბარა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჰქონდა შენახული და არ იცოდა სად წაეღო, ამიტომ მან გადაწყვიტა ეკლესიაში დაეტოვა და ამისთვის შენდობა ითხოვა.

„რეაგირება მყისიერად მოხდა. დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს და უსაფრთხოდ გაიტანეს ეს ყუმბარა. რა თქმა უნდა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული რადგან, ხელყუმბარას წერილი ახლდა, იყო ადამიანის თხოვნარომ ეს ხელყუმბარა სამართალდამცველებისთის ყოფილიყო გადაცემული“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ტეგები