"თავდამსხმელმა დოდო გუგეშაშვილთან "სელფი" გადაიღო"
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 15:07
"თავდამსხმელმა დოდო გუგეშაშვილთან "სელფი" გადაიღო"

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დოდო გუგეშაშვილის საქმეში ფიგურირებს ფოტო (“სელფი”), სადაც თავდამსხმელია აღბეჭდილი, თუმცა ეს ფოტო თავად მკვლელმა გადაიღო.
 
„ეს “სელფი” თავდამსხმელმა დოდო გუგეშაშვილთან ერთად გადაიღო, ვითომდა თურქი ბიზნესმენისთვის გადასაგზავნად“, - ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო. გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, ქილერს ეს ფოტო მკვლელობის უშუალო შემკვეთისთვის გადაეგზავნა საბოლოო დასტურის მისაღებად.
 
 
დოდო გუგეშაშვილის გარდა, ერთადერთი მოწმე, რომელიც შესაძლოა თავდამსხმელის შესახებ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს, უკრაინაში მყოფი დათო შონიაა.
 
 
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დათო შონიასთან სატელეფონო კავშირისა და ძვირფასი ქვების ბიზნესზე, დოდო გუგეშაშვილმა გამომძიებლებს დაკითხვის დროს პირადად უამბო, თუმცა, ამის მიუხედავად, შს სამინისტროში განმარტავენ, რომ დოდო გუგეშაშვილს აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ უხსენებია. ინფორმაციას "კვირა" პრაიმტაიმზე" დაყწრდნობით ავრცელებს.

ტეგები