ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 17:11
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 20 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4638 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4641 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0003-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0595 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0782 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0187 -ით გამყარდა

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4550 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4675 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0125-ით გამყარდა

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6553 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6572 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0019 -ით გამყარდა.

ტეგები