მოქალაქე მერიას თბილისში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას სთხოვს
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 17:52
მოქალაქე მერიას თბილისში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას სთხოვს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 227 მიმდინარე და 26 დაბლოკილი იდეა ფიქსირდება. ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას ითხოვს. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

12 თებერვალს კახა კალაძემ ახალი ელექტრონული პორტალის “შენი იდეა ქალაქის მერს” პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერმა პროექტი სტუდენტებს, თვითმმართველობის წევრებს და დეპუტატებს გააცნო.

თბილისის მერი იმედოვნებს, რომ მოსახლეობას ბევრი საინტერესო იდეა ექნება. ვებპლატფორმის მისამართია idea.tbilisi.gov.ge


წყარო