ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 18:29
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვაზე ბრალდებულების პროცესი დასრულდა. სამი ბრალდებული, რომელიც პატიმრობაში იყო, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული 4 პირის საქმის არსებითი განხილვა 1-ელ მარტს განახლდება.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ტეგები