"წიხლები მირტყა, გავითიშე, მერე ავდექი და სამზარეულოს დანით დავჭერი" - ქმრის დაჭრაში ბრალდებულის პირველი კომენტარი
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 19:13
"წიხლები მირტყა, გავითიშე, მერე ავდექი და სამზარეულოს დანით დავჭერი" - ქმრის დაჭრაში ბრალდებულის პირველი კომენტარი

ქმრის დაჭრაში ბრალდებული ლია მიქელაძე აცხადებს, რომ მისი ქმარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სამზარეულოს დანით დაჭრა. 

ქალი აცხადებს, რომ 31 წლის მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.

„ხელით შემეხო და სასტიკ მდგომარეობაში ჩამაგდო. საერთოდ ჭკუაზე არ ვიყავი. წიხლები მირტყა. გავითიშე, მერე ავდექი და ეს მოხდა. კიდევ არ მეგონა დაჭრილი, რომ იყო. მარტო რომ მე მკითხავენ არ შეიძლება მას ჰკითხონ რატომ გააკეთა ეს ლიამ და ამ დონეზე რატომ მოიქცა შენი მეუღლეო, იმ დონეზე რომ არ დაგინდო და დანით დაგჭრაო?!“, - აცხადებს ლია მიქელაძე.

31 წლის ხვიჩა კიზირია ამ დრომდე კლინიკაში რჩება მას ჭრილობები გულ-მკერდის და მუცლის ღრუს არეში აქვს მიყენებული.

ტეგები