თუ აცრის დამადასტურებელ საბუთს ვერ მიიღებთ, განმეორებითი აცრა ჩაიტარეთ - სამინისტრო
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 19:41
თუ აცრის დამადასტურებელ საბუთს ვერ მიიღებთ, განმეორებითი აცრა ჩაიტარეთ - სამინისტრო

მათთვის, ვინც პოლიკლინიკაში წითელა, წითურა, ყბაყურის აცრის დამადასტურებელ საბუთებს ვერ მიიღებს, რეკომენდებულია განმეორებითი აცრის გაკეთება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში 1tv-ს განუცხადეს. 

ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელის ეკა ადამიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პოლიკლინიკები ვერ წარადგენენ დოკუმენტაციას, სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მშობლების ნაწილს, შესაბამისი საბუთის მოთხოვნისას, პოლიკლინიკებში პრობლემა შეექმნათ.

ძალიან მნიშნველოვანია, როგორც მშობლები, ასევე დაწესებულებები, ძალიან სერიოზულად მოეკიდონ ამ სიტუაციას, რადგან წითელას ეპიდემიის საფრთხის ქვეშ ვდგავართ. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ გადამოწმდეს ბავშვების აცრების სტატუსი და ამიტომაც არის მოთხოვნილი ინფორმაციის მოგროვება. შესაბამისად ყველა მშობლებს აქვს სრული უფლება, მივიდეს იმ კლინიკაში, სადაც ბავშვი აცრილია და მოითხოვოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაცია, საბუთის ვერ აღების შესახებ, არ შეიძლება ჰქონდეს მასიური ხასიათი, შეიძლება ეს არის რომელიმე კონკრეტული დაწესებულების პრობლება. რეკომენდაცია არის ასეთი, რომ უნდა გადამოწმდეს ყველა ბავშვის სტატუსი ვაქცინაციის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ აცრა, უნდა გაიკეთონ”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების უფროსმა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, წითელა, წითურა, ყბაყურის ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა. ადამია დასძენს, რომ თუ დაწესებულებასთან პრობლემაა და აცრების შესახებ ინფორმაციას თავიანთი ძალებით ვერ არკვევენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღის აღსაზრდელების მშობლებს სკოლამდელ დაწესებულებებში აცრის დამადასტურებელი ცნობების წარდგენა მოსთხოვა. 

წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან.

ტეგები