20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2018 21:29
20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეამცირეთ კონტაქტები. მოერიდეთ დაპირისპირებას კონკურენტებთან. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს და ნუ ჩაებმებით სარისკო საქმეებში. 

 

კურო

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. 

 

ტყუპი

მოსალოდნელია განწყობის, საქმეების ცვლილება; ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. იდეების განხორციელებაში შეფერხება გელით, პარტნიორებთან ურთიერთობაში - კამათი. 

 

კირჩხიბი

მოერიდეთ ახლობლებთან კამათს. მოულოდნელ სიტუაციებში დაკვირვებული იყავით. არ გირჩევთ ურთიერთობის გარკვევას პარტნიორებთან. 

 

ლომი

მოერიდეთ სარისკო და რთულ საქმეებს. ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ გაართულებთ. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი. 

 

ქალწული

სიფრთხიე გმართებთ სამსახურის საქმეების მოგვარებისას. ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს; ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი. 

 

სასწორი

გამოცდისა და ტრანსფორმაციის დღეა. თუ გამოცდას ღირსეულად გაუძლებთ, ოჯახშიც და თქვენ გარშემოც სიმშვიდე დაისადგურებს. მეტი ყურადღება გმართებთ შვილებისადმი. 

 

მორიელი

ენერგიული და აქტიური ხართ. საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან. 

 

მშვილდოსანი

მოერიდეთ შეცდომების დაშვებას მუშაობისას; კონფლიქტს პარტნიორებთან. საყვარელ ადამიანს თავისუფლებას ნუ შეუზღუდავთ, მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას. 

 

თხის რქა

ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან, კოლეგებთან. სიფრთხილე გმართებთ დეტალებისადმი, გადაწყვეტილებების მიღებისას. 

 

მერწყული

მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმეები. მოერიდეთ რისკს, ავანტიურას. გაუფრთხილდით საფულეს. გადადეთ მგზავრობა, მოგზაურობა. 

 

თევზები

მოერიდეთ სარისკო ქმედებებს; ნეგატიური ემოციების გამოხატვას, კამათს. ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

ტეგები