თბილისში, სავარუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით ბავშვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 10:33
თბილისში, სავარუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით ბავშვი გარდაიცვალა

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი გოგო ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა.

ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღს დეზინფექცია უტარდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.

ტეგები