ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 15:09
ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თქმით, 2017 წელს დაავადების შემთხვევები 400%-ით გაიზარდა, - 20 000-მდე ადამიანი დაშავდა და ამათგან 35 სიკვდილი დაფიქსირდა.

WHO-ს განცხადებით, 2016 წელს, რეკორდული მინიმუმის, 5227 შემთხვევით შემდეგ, ამჟამინდელი მდგომარეობა ტრაგედიაა. წითელა ყველაზე მეტი შემთხვევა რუმინთში (5,562), იტალიასა (5,006) და უკრაინაში (4,767) დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრობლემის უდიდესი ნაწილი გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ ადამიანები თავს არიდებენ ვაქცინაციას.

საქართველოში 7 თებერვლის მდგომარეობით წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

ტეგები