კმაყოფილი მწეველები და შეშფოთებული მედიკოსები - ავსტრიის ვიცე-კანცლერის მოულოდნელი გადაწყვეტილება
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 15:20
კმაყოფილი მწეველები და შეშფოთებული მედიკოსები - ავსტრიის ვიცე-კანცლერის მოულოდნელი გადაწყვეტილება

დასავლეთის ქვეყნებმა ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა აკრძალეს, თუმცა ავსტრიამ გადაწყვიტა სხვაგვარად მოქცევა.

2015 წლის მაისში მიღებული კანონის მიხედვით, ავსტრიაში სრულად უნდა აკრძალულიყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, თუმცა ქვეყნის ახალმა მთავრობამ, გეგმას გადაუხვია. ამის ინიციატორი გახლდათ თავისუფლების პარტიის ლიდერი, ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე. სწორედ მან განაცხადა პარლამენტში, რომ მოწევის აკრძალვა მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვას წარმოადგენს

შტრახეს მოსაზრებით, რესტორნებისა და ბარების ხელმძღვანელობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა მოწევას მის ტერიტორიაზე. 

აღნიშნულმა ინიციატივამ ავსტრიელი ექიმების შეშფოთება გამოიწვია. მედიცინის დოქტორმა მანფრედ ნოიბერგერმა გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

ტეგები