ნინო წილოსანი: ჩვენი მიზანია აუტიზმის სპექტრის ბავშვთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 16:55
ნინო წილოსანი: ჩვენი მიზანია აუტიზმის სპექტრის ბავშვთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში

პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის მაქსიმალურად ეფექტური სერვისების მიწოდება აუცილებელი პირობაა საზოგადოებაში მათი ინტეგრაციასთვის და თანაბარი მონაწილეობისთვის.

"დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო დეტალურად გამოგვერკვია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებები. საბაზისო მომსახურებების დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით, სერვისების მრავალფეროვნება და ხარისხის გაუმჯობესება- ეს ის საკითხებია რაც დაისვა დღევანდელ შეხვედრაზე. მაგავსი მომსახურებები მხოლოდ რამდენიმე ქალაქს მოიცავს. მისასალმებელია, რომ, მაგალითად, თბილისის მასშტაბით ამ საქმისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 7-ჯერ გაიზარდა, თუმცა რადგან ეს საკითხი მუნიციპალურ ბიუჯეტზეა მიბმული, ბავშვები, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, ვერ იღებენ თანაბარ მომსახურებას. აქ გასათვალისწინებელია არაქართულენოვანი ბავშვებისთვის სათანადო მომსახურების და თანამედროვე გამოცდილებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა. ნამდვილად აღსანიშნავი მიღწევა იქნება, თუკი მომსახურება საქართველოს სრულად მოიცავს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია არამარტო ფინანსები, არამედ კვალიფიციური მუშაკები და ზოგადი ცნობიერების ამაღლება", - განაცხადა წილოსანმა.

ტეგები