ტელეკომპანია იბერიას შესაძლოა ფინანსური პრობლემა შეექმნას
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 18:35
ტელეკომპანია იბერიას შესაძლოა ფინანსური პრობლემა შეექმნას

ტელეკომპანია იბერიას შესაძლოა ფინანსური პრობლემა შეექმნას - ამის შესახებ ომეგა ჯგუფ თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ზარალზე, რომელმაც პრობლემა შესაძლოა ტელეკომპანიასაც შეუქმნას.

"100 მილიონი დოლარის ზიანი მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონების და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად მოგვადგა. ჩვენი სარჩელი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის კავშირი უარყო. ტელეკომპანია იბერიის ძირითადი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი. ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ანაზღაურებას ვინმესგან ექვემდებარება, ზიანს აყენებს ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანიებს", - განმარტა ლევან აღდგომელაშვილმა.

 

ტეგები